„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნები 17-20 მაისს გაიმართება

04 მაისი 2023, 16:22 953 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს საბოლოო ფორმირებისა და ადგილებზე პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად ყველა რაიონულ ორგანიზაციაში, კერძოდ, 63 მუნიციპალიტეტში, არჩევნები ჩატარდება განსაზღვრული გრაფიკით, 17-20 მაისს, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 9 მაისამდე გაგრძელდება.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 9 მაისიდან 14 მაისამდე იქნება დრო ამომრჩეველთა სიების რეგისტრაციისთვის. კანდიდატებს ექნებათ საშუალება, დაარეგისტრირონ საკუთარ მომხრეთა სია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კონსულტაციები იყო როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე პარტიის თავმჯდომარე ადგილზე შეხვდა ყველა რაიონული ორგანიზაციის წევრებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის კანდიდატობის მსურველი შესაძლოა, დარეგისტრირდეს კანდიდატად:

თუ კანდიდატობის მსურველს კანდიდატად რეგისტრაციისთვის მხარს უჭერს ადგილობრივი საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის შემადგენლობის არანაკლებ 1/3; 2. თუ კანდიდატობის მსურველს კანდიდატად წარადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სულ მცირე, ორი წევრი; 3. თუ კანდიდატობის მსურველი წარადგენს ადგილობრივი საარჩევნო ოლქის საერთო ამომრჩეველთა, მინიმუმ, 1%-ზე მეტი რაოდენობის მხარდამჭერის ხელმოწერას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი