პარლამენტმა 84 ხმით, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება.ცვლილების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
კანონის მიხედვით განსაზღვრულია, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლების დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც ბავშვს სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება, ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან პირველ ნოემბრამდე უსრულდებათ, სწავლის დაწყებას ნაბაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით შეძლებენ.
აღნიშნული პერიოდი ნებაყოფლობითობის რეჟიმში რჩება და ბავშვის მშობელს და კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
ცვლილებით 4900-მდე მოსწავლე შეძლებს სარგებლობას და ის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს შეეხება.