ერთა ლიგაზე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

02 მაისი 2023, 19:57 466 ნახვა

უეფას ახალი სანაკრებო ტურნირის, ქალთა ერთა ლიგის პირველი, 2023-24 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა. სადაც თურქეთის, ლუქსემბურის და ლიეტუვის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. C ლიგა 5 ჯგუფისგან შედგება და საუკეთესოები, B ლიგის საგზურს მოიპოვებენ, ასევე 3 საუკეთესო მეორე ადგილოსანი B ლიგაში მესამე ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. უეფას ქალთა ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში 51 ევროპული ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. პირველი ეტაპის მატჩები 2023 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფინალური ეტაპი და პლეი ოფის მატჩები თებერვალში შედგება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში