საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი 

02 მაისი 2023, 14:20 879 ნახვა

სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დღის  წესრიგიდან ამოღების გამო ოპონენტები ერთმანეთს რეგლამენტის არ ცოდნაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია არის კონსტიტუციით უმცირესობისთვის გარანტირებული უფლება, რასაც „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურად ზღუდავს.

''ქართული ოცნების'' პოზიცია კი უცვლელია, ისინი საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერენ. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია განაგრძობს პარლამენტში საბოტაჟს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი