პარლამენტის სხდომა - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ არის

02 მაისი 2023, 12:03 740 ნახვა

სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა კვლავ ეჭვქვეშ დგას.

მიმდინარე სასესიო კვირაში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ არის. ეს გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ოპოზიცია მმართველ გუნდს რეგლამენტის დარღვევასა და ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს. 

''ქართული ოცნების'' პოზიცია კი უცვლელია, ისინი საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერენ.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია განაგრძობს პარლამენტში საბოტაჟს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი