ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების სიხშირე იზრდება

02 მაისი 2023, 12:01 473 ნახვა

ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების სიხშირე იზრდება. ამის შესახებ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ავიაკომპანიების - ფლაი დუბაისა და ფლაინეს-ის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.

ავიაკომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა ფრენების სიხშირის გაზრდასთან და ეტაპობრივად, არასაზღვაო ტურისტულ სეზონზე, დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.

საკითხი აქტუალურია ამ დღეებში დუბაიში მიმდინარე ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზეც, სადაც 150 ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სხვადასხვა ქართული ტურისტული კომპანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში