შეხვედრა გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან

02 მაისი 2023, 11:10 676 ნახვა

გაერო-ში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო - საუბარია ოკუპირებული რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის, ასევე, ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებებზე.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე ოკუპაციის შედეგების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.  

აქცენტი გაკეთდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის კონკრეტულ ასპექტებზე. გაეროში აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს  5 მაისამდე  სტუმრობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი