თურქეთში ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეები ავარიაში მოჰყვნენ

02 მაისი 2023, 11:09 1308 ნახვა

თურქეთში, ქალაქ ბურსაში საშუალო სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი  სავალი გზიდან გადავიდა, ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა. 

დაღუპულებს შორის ერთი მძღოლი და ორი მოსწავლეა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბურსის გუბერნატორის თქმით, ავარიის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, 3  მასწავლებელი, ხოლო 2 მძღოლი.

მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ   და ავარიაში ანკარაში დაბრუნებისას მოჰყვნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი