საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფს

01 მაისი 2023, 19:39 1276 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  ქალთა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფს.

სფფ-სა და სადაზღვევო კომპანია პრაიმს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე სეზონიდან შევიდა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად უზრუნველყოფს ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქალთა ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს.

ამ მიმართულებით ჩვენი გუნდი წლებია აქტიურად მუშაობს და მიხარია, რომ წლიდან წლამდე, იზრდება ფეხბურთით დაინტერესებული გოგონათა რაოდენობა. 

წლების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას ლიგაში მოთამაშე გოგონათა ჯანმრთელობის დაზღვევა წარმოადგენდა. მოგეხსენებათ, რომ სპორტული დაზღვევა სპეციფიურია. ამიტომ, გოგონებისთვის აღნიშნული სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი არ იყო.
საბედნიროდ, უკვე გვყავს პარტნიორი, პრაიმ დაზღვევის სახით, რომელმაც სურვილი გამოთქვა ჩვენთან ერთად ჩართულიყო ქალთა ფეხბურთის განვითარებაში და შესაძლებლობა მოგვცა სპორტული სადაზღვევო პაკეტი". განაცხადა სფფ-ის გენერალური მდივანმადავით მუჯირმა.

სპორტული სამედიცინო დაზღვევით საერთო ჯამში 420 ფეხბურთელი გოგონა ისარგებლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში