ვიდრე გვექნება ბავშვთა ონკოლოგიის სპეციალიზებული ცენტრი, მშობლებს შევთავაზებთ ალტერნატივას ქვეყნების წამყვან კლინიკებში - ზურაბ აზარაშვილი

01 მაისი 2023, 16:20 611 ნახვა

პასუხისმგებლობა ავიღეთ, ვიდრე ქვეყანაში გვექნება სრულყოფილი და გამართული ბავშვთა ონკოლოგიის სპეციალიზებული ცენტრი, მანამდე მშობლებს შევთავაზებთ ალტერნატივას სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებში და შეეძლებათ, ერთ-ერთ კლინიკაში უმკურნალონ, – ამის შესახებ,  ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც მიმდინარეობს კომპანიების საერთაშორისო გამოკითხვა, შესაბამის პორტალზე აფიქსირებენ თავიანთ აზრს. თუ სწორად მახსოვს, ხვალ ან ზეგ მთავრდება ეს პროცესი და შემდეგ გვეცოდინება ის კლინიკები, ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც შეძლებენ იმ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მომსახურებას, როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობას.

ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ ვიდრე საქართველოში გვექნება პროტონოთერაპიის შესაძლებლობა, მათაც დავუფინანსებთ და უზრუნველვყოფთ სხვა ქვეყანაში. ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს თემა უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან შევძლებთ, ბავშვებს ვუმკურნალოთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს დაფინანსებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობის დაწყება ივნისიდან შეეძლებათ. 

"140-მდე ახალი შემთხვევაა, 160 არის გასული წლის შემთხვევები. პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ სანამ ქვეყანაში სრულყოფილი, გამართული ბავშვთა ონკოლოგია, სპეციალიზებული ცენტრი გვექნება, სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან კლინიკებში შევთავაზებთ მშობლებს ალტერნატივებს. მათი არჩევანიდან გამომდინარე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბავშვი ერთ-ერთ ამ კლინიკაში წაიყვანონ და უმკურნალონ. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კომპანიების საერთაშორისო გამოკითხვა მიდის შესაბამის პორტალზე. საკუთარ აზრს აფიქსირებენ. რამდენადაც მახსოვს, ხვალ თუ ზეგ სრულდება ეს პროცესი და გვეცოდინება კლინიკები, რომლებიც შეძლებენ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებას - როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ სანამ საქართველოში პროტონოთერაპიის შესაძლებლობა გვექნება, ამასაც დავაფინანსებთ და უზრუნველვყოფთ სხვა ქვეყანაში.

შეთანხმებები დაიწყება ამ კლინიკებთან. ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს საკითხი უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან ბავშვების მკურნალობის დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი