აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების უწყვეტი სოციალური პროტესტი. დღესაც იმართება აქცია და დღესვე ელოდებოდნენ პრემიერისგან პასუხს, აპირებს თუ არა სახელმწიფო მათი შვილებისთვის პრეპარატის ყიდვას. 2 კვირაა გრძელდება აქციები მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ღამეებს ათენებენ. მშობლების გეგმები ისევ უცვლელია.
არ აპირებენ დანებებას, ვიდრე მათი შვილები ვოზორიდიტით მკურნალობას არ დაიწყებენ. ისინი იწონებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომ დაიწყეს მუშაობა პრეპარატის პროტოკოლსა და გაიდლაინზე, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მათთვის ეს საკმარისი არ არის, ამიტომ ითხოვენ სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომელიც იქნება ერთგვარი გარანტი იმის, რომ 1 სექტემბრამდე შეისყიდის მთავრობა წამალს, რომლის შემოტანასაც ისინი 1 წელია ითხოვენ.