"ბათუმი" რაგბი დიდი 10-ის ფინალში გავიდა

30 აპრილი 2023, 19:34 1049 ნახვა

რაგბის კლუბი "ბათუმი" საქართველოს  დიდი 10-ის ფინალში გავიდა.

წინასწარ ფინალში, რომელიც ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართა "ბათუმმა" 34-17 თბილისის "ლელო" დაამარცხა.

ბათუმელთა მხრიდან ლელოები : ძნელაძის, ფრუიძის და სიჭინავას ანგარიშზეა.
5 ჯარიმა და 2 გარდასახვა კი მამუკა ნინიძემ ზუსტად შეასრულა.

მოქმედი ჩემპიონი "ბათუმი" ტიტულის დასაცავად დიდი 10-ის ფინალში 6 მაისს რუსთავის "ხარებს" დაუპირისპირდება.

ფინალური დაპირისპირება ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში