ოკუპანტმა ორი მწყემსი გაიტაცა

30 აპრილი 2023, 18:02 695 ნახვა

55 და 60 წლის კაცები არიან დაკავებული უკანონოდ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დვანის მიმდებარედ. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულები მწყემსები არიან.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია სუსმა გაავრცელა.  

უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ  ინფორმირებულია საერთაშორისო პარტნიორები და  ენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი