აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

30 აპრილი 2023, 16:40 687 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. აჭარის მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის წევრებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანს ინვესტიციების მოზიდვა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს.

ასევე, დუბაიში იმართება ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იქნება წარმოდგენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი