საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა კონკურსი

28 აპრილი 2023, 11:20 1121 ნახვა

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა კონკურსი გრძელდება. დილიდან სერტიფიცირების მეორე ეტაპი,  გასაუბრება მიმდინარეობს განათლების სამინისტროში.

რეგისტრირებულია 52 კონკურსანტი. კანდიდატებს 6 კაციანი კომისია შეარჩევს, გასაუბრების შედეგები სავარაუდოდ მომდევნო კვირას გახდება ცნობილი, აქ შერჩეულ კანდიდატებს საბოლოოდ სკოლების სამეურვეო საბჭო შეარჩევს.

სკოლის დირექტორობის უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა 2020 წელს ამოეწურა, თუმცა პანდემიის მიზეზით კონკურსი გადაიდო და ამ დრომდე ყველ სკოლას მოვალეობის  შემსრულებელი ხელმძღვანელობს.

აჭარაში სულ 229 საჯარო სკოლის დირექტორი უნდა შეარჩიონ, დირექტორობის ის ნაწილი, ვისაც მოქმედი სერთიფიკატი აქვს, ანუ 2014 წელს აქვს ჩაბარებული, კონურსს მეორე ეტაპიდან შეუერთდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში