აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქი დონეცკი დაბომბეს

27 აპრილი 2023, 10:10 716 ნახვა

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკზე  შეიარაღებული თავდასხმის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქს ცეცხლი უკრაინულმა ძალებმა გაუხსნეს. აფეთქების შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დონეცკს 2014 წლიდან  რუსული მარიონეტული ძალები აკონტროლებენ,  თუმცა იგი   რუსეთის უკრაინასთან ომის ფრონტის ხაზზე  რჩება.

ქალაქს რეგულარულად უხსნიან ცეცხლს უკრაინული თავდაცვის ძალები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი