მზადება ''ბათუმობისთვის''

25 აპრილი 2023, 20:09 488 ნახვა

29 აპრილს ''ბათუმობაა''. ქალაქის დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაიწყო. დილიდან  რეპეტიციებს გადიან ღონისძიების მონაწილე ქორეოგრაფიული ჯგუფები.

ორგანიზატორების თქმით,  ქალაქი უამრავ გასართობ და შემეცნებით ღონისძიებას უმასპინძლებს.  ძირითადი ლოკაცია საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია და  კოლონადები იქნება.

საზეიმო განწყობის შესაქმნელად  ქალაქში დილიდან ივლის სასეირნო მატარებელი მუსიკალური ცენტრის სასულე ორკესტრის  თანხლებით.

რაც შეეხება სადღესასწაულო ღონისძიებებს - იქნება ქართული სამზარეულოს,  ასევე მწერალთა კუთხე,  ბათუმელი მხატვრებისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის გამოფენა.ბათუმობა საღამოს 11 საათზე კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში