ევროკავშირის საბჭოს განცხადებებს ეხმაურებიან მმართველი გუნდის ოპონენტები.მიაჩნიათ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გზავნილები პროტოკოლის ნაწილია და რეალურად ქვეყანას არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა აქვს ევროინტეგრაციისთვის განსახორციელებელი, რაზეც პასუხისმგებლობას სრულად მმართველ გუნდს აკისრებენ.
ფიქრობენ რომ ქართული ოცნების ლიდერებს პარტნიორებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ეს სრულად ქართველი ხალხის დამსახურება იქნება და არა ხელისუფლების.