ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მასწავლებლობა არ უნდა იყოს სიცოცხლისთვის საშიში პროფესია.
პრეზიდენტმა იგულისხმა ქვეყანაში ბოლო დროს სკოლებში გახშირებული ძალადობის ფაქტები.
"მოვუწოდებ კონგრესს გამოიჩინონ კეთილგონიერება და ბავშვებისა და ჩვენი მასწავლებლების დასაცავად იარაღის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღონ. მასწავლებლობა არ უნდა იყოს სიცოცხლისათვის საშიში პროფესია და პედაგოგებს არ უნდა სჭირდებოდეს შეიარაღება, რომ თავი დაცულად იგრძნონ საკლასო ოთახში", - თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა და განათლების მდივანმა მიგელ კარდონამ თეთრი სახლის ეზოში 2023 წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვეს.