 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            25 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით საქართველოს უმეტეს რაიონში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
მომდევნო 3 დღის განმავლობაში, სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში, მზიანი ამინდი იქნება, ტემპერატურა ხვალიდან +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს, მზის ულტრაიისფერი სხივები იქნება მაღალი ინდექსით #8.
აღმოსავლეთში +20, +25 გრადუსი იქნება, თუმცა დღის ბოლოს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            