29 აპრილს, “ბათუმობა 2023” დღესასწაულზე მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება - ბათუმის მერია

24 აპრილი 2023, 16:31 1278 ნახვა

ბათუმის მერია გილოცავთ ,,ბათუმობა 2023'' და 29 აპრილს მრავალფეროვან ღონისძიებებს წარმოგიდგენთ - ამის შესახებ ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, სხვადასხვა აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება, 21:00 საათზე კი გალაკონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.

"საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში საბავშვო და სპორტული აქტივობები, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები, გამოფენები, ბათუმში და ბათუმზე გადაღებული ფილმების კადრების ჩვენება, ანიმატორების წარმოდგენა, ქართული კერძების დაგემოვნება გაიმართება. 13:00 სთ - „საპატიო ბათუმელის“ წოდების მინიჭების ცერემონია. 19:00 სთ - მიუზიკლი „და აი ჩვენ აქ ვართ Mamma Mia”.

დღესასწაული „ბათუმობა 2023“ 21:00 საათზე საზეიმო გალაკონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება"-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში