ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს 

24 აპრილი 2023, 15:09 921 ნახვა

30 მილიონი ლარი 300 ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის  განსაკურნებლად. პრემიერის განცხადებით, ყოველწლიურად  3 ასეულ მოზარდს მკურნალობის ხარჯებს დაუფინანსებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი აქონდროპლაზიით დაავადებული მშობლების პროტესტსაც გამოეხმაურა. განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საჭირო წამლის სატესტო რეჟიმში ყოფნის გამო სახელმწიფო მედიკამენტის შესყიდვას ვერ უზრუნველყოფს.

პრემიერმა მშობლებს მოუწოდა არ მისცენ საშუალება პოლიტიკოსებს ეს ბავშვები პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოაყენებინონ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი