აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი

24 აპრილი 2023, 14:21 641 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქცია მეშვიდე დღეა გრძელდება.

იშვიათი დაავადების მქონე 12 ბავშვის მშობელი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და საქართველოში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვს. მშობლების განცხადებით, ეს მედიკამენტი მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პროტესტის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი