სტრასბურგში დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება, უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნიდან რუსეთში იძულებით გადაყვანილი პირები, მათ შორის, ბავშვები იქნება. სესიას დაესწრება საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც.
ოთხდღიანი ვიზიტის განმავლობაში პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას.
დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან სხვადასხვა კომიტეტში.