„ერთად გამარჯვებისაკენ” - პროექტის ფარგლებში ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში მეხუთე უფასო მასტერკლასი გაიმართა ბათუმის ხელოვნების სკოლაში. მასში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უკრაინელმა ბავშვებმა.
ხელნაკეთ ნივთებს მაისში საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდიან, მიღებული თანხები კი უკრაინაში მებრძოლთა დასახმარებლად გაიგზავნება.