აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა და მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე საპროტესტო მარში გამართეს.
საპროტესტო მსვლელობას მოქალაქეებთან ერთად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.
მშობლები მთავრობას სთხოვენ, ქვეყანაში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანას და დაფინანსებას, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.