პროტესტის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი მედიკამენტის საქართველოში დანერგვაზე მუშაობენ.
უწყება კომენტარს ავრცელებს, სადაც ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილი იმ პრეპარატის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს, რომლის შემოტანასაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ.