გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოსთან საზღვაო მიმოსვლას იწყებს - საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სიცრუეს უწოდებს.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, წერია რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან არ აქვს საზღვაო-სამგზავრო, ან საკრუიზო მიმოსვლა.
გუშინ ერთ-ერთმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერი „პეტრე დიდი“ შავ ზღვაში 20-დღიანი მოგზაურობისას ბათუმის პორტშიც გაჩერდება.