სასულიერო პირის დაკავების ფაქტი

13 თებერვალი 2017, 00:00 2966 ნახვა

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის  დაკავების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.  ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ  ამ ეტაპზე მას მხოლოდ ამის თქმა შეუძლია.  მამა გიორგი მამალაძე 3 დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.  რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროს სოსო ოხანაშვილს, ჩუბინიძე ასევე ადასტურებს, რომ სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა და პროკურატურაში დაიკითხა. მისივე თქმით, ოხანაშვილი ამჟამად ისევ ბერლინშია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი