აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია

21 აპრილი 2023, 14:30 500 ნახვა

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები  პროტესტს არ წყვეტენ.  პოზიცია არც ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალეს და ამბობენ, რომ დღეიდან მთავრობასთან უწყვეტი  აქციები დაიწყება.   

ამასთან დღეს კიდევ ერთი მოთხოვნა გააჟღერეს, ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.  ამ წუთებში  აქციაზე იმყოფებიან სხვადსხვა პარტიის წარმომადგენლებიც,  მათ შორის გახარია საქართველოსთვის, რომელმაც კონკრეტული ინიციატივით მიმართა თბილისის მერიას.

4 თვეზე მეტია ითხოვენ  სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი. მათთვის მიუღებელია  არგუმენტი  ჯანდაცვის სამინისტროსი, სადაც ერთგვარი დაპირება გასცეს, რომ თუკი სექტემბერში ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველოც გაიზიარებს პასუხისმგებლობას და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს დაიწყებს.   

ზურაბ აზარაშვილი მათ სამინისტროში გვიან ღამით შეხვდა.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში