,,სიმღერაა მთელი ჩემი ქონება" - ამ სახელწოდებით საიუბილეო საღამო ჩატარდა ქედაში. ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის " ელესას" წევრი ნოდარ კახიძე 70 წლის გახდა. იგი ათეულობით წელია მოღვაწეობს კულტურის სფეროში, არის ანსამბლის გამორჩეული ხმა.
ღონისძიებაზე შესრულდა "ელესას" სიმღერები. საიუბილეო საღამო ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.