ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად ჩავიდა კიევში. სტოლტენბერგის ვიზიტი მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის მზადების წინ უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა პატივი მიაგო ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას და კიევის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი დაზიანებული რუსული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.
მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. თუმცა, ვიზიტის დეტალური გეგმა ამ დროისთვის უცნობია.
იენს სტოლტენბერგის უკრაინაში ვიზიტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ არ გამოცხადებულა.