„ქართული ქართველთ რწმენაა’’ - ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა მოეწყო. საჯარო და კერძო სკოლის ნორჩი კალიგრაფისტების საუკეთესო ნამუშევრები წარმოადგინეს.
გამოფენამდე სკოლებში კალიგრაფიაზე კონკურსი ჩატარდა.
ძმები ნობელების მუზეუმში მე-10; მე-18; 25-ე საჯარო და ევრო 2000-ის; ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეების ნამუშევრები 3 დღის განმავლობაში იქნება გამოფენილი. ღონისძიება დედა-ენის დღეს მიეძღვნა.