თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს

20 აპრილი 2023, 10:16 570 ნახვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი როლი ითამაშა.

ბოლონიელებმა სტუმრად ჯივოვა სკაფატის 83:81 სძლიეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა.

შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი