ბათუმში ბარათაშვილის ქუჩის 24 ნომერში მდებარე ისტორიული შენობა დაანგრიეს. სამშენებლო კომპანია “დარ ბილდინგი” კი მერიის სამსახურმა უნებართვო დემონტაჟისთვის 3000 ლარით დააჯარიმა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით კომპანიას არც მშენებლობის ნებართვა აქვს. კომპანიის 7 სართულიანი მრავალფუნქციური სახლის სარეკლამო რგოლი კი უკვე 8 თვეა სოციალურ ქსელში ტრიალებს. ნონა დიასამიძე განაგრძობს თემას, ნონა გისმენთ.