პეკინის საავადმყოფოში ხანძარმა 29 ადამიანი იმსხვერპლა

19 აპრილი 2023, 14:05 624 ნახვა

პეკინში ჩანგფენგის საავადმყოფოში  გაჩენილმა ხანძარმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა.  ცეცხლმოკიდებული საავადმყოფოს შენობიდან ადამიანები გაქცევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ. 

თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს თუ როგორც ცდილობს  ერთი კაცი დაგრეხილი ზეწრით ფანჯრიდან ქვემოთ მეორე შენობის სახურავზე  დაშვებას მაშინ, როცა სხვები კონდიციონერის კომპრესორებზე სხედან.  ჩინეთის დედაქალაქის საავადმყოფოში  გაჩენილი ხანძარი ყველაზე მომაკვდინებელი იყო ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში.

დაღუპულია 29 ადამიანი, მათგან სამის გარდა ყველ პაციენტია. მეხანძრეებმა ცეცხლი ნახევარ საათში ჩააქრეს.

ხანძრის სავარაუდო მიზეზად საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოების დროს ადვილად აალებადი საღებავების გამოყენება სახელდება.  საავადმყოფოს დირექტორი და რემონტზე პასუხისმგებელი პირები დაკავებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში