დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიმართვა

17 აპრილი 2023, 14:21 692 ნახვა

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიმართვა პარლამენტს. ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები და  სამართლის ექსპერტები დეპუტატებს მოუწოდებენ  ხვალინდელ სხდომაზე გამოცხადდნენ და მხარი დაუჭირონ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლებმაც უნდა დაადგინოს ქართველი მოსამართლეების შესაძლო კავშირები კორუფციასთან, რის  გამოც აშშ-ს დეპარტამენტმა რამდენიმე მათგანი დაასანქცირა

მიაჩნიათ, რომ კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, რომ სასამართლო სისტემაში  კორუფციის, არაჯეროვანი ზეგავლენების და მათი მასშტაბების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დარჩეს გამოუძიებელი.  

სწორედ ამ ყველაფერზე რეაგირების ერთადერთ გამოსავალს  კი ისინი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის  შექმნაში ხედავენ.ხაზს უსვამენ, რომ მოსამართლეთა  გავლენიანი ჯგუფი -  ე.წ-ლი კლანი როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მართავდა სასამართლო სისტემას, რომ უკანონოდ ერეოდა მართლმსაჯულების განხორციელებაში  და ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთებს.  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი