თორნიკე შენგელია და „ვირტუსი“ ჩემპიონატს ლიდერობენ 

17 აპრილი 2023, 10:02 570 ნახვა

იტალიის სერია A-ში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას გუნდმა მორიგი შეხვედრა გამართა.

ვირტუს ბოლონიამ 26-ე ტურში ტრენტოს უმასპინძლა და 96:80 მოიგო. შენგელიამ 26 წუთში 12 ქულა, 9 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. ვირტუსს 26 ტურის შემდეგ 20 მოგება და 6 მარცხი აქვს.

შენგელიას გუნდი 40 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. შემდეგ მატჩს ბოლონიელები 19 აპრილს სკაფატის წინააღმდეგ გამართავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი