„სლოვანმა“ ქართველების გოლებით მოიგო 

17 აპრილი 2023, 10:10 587 ნახვა

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავისსლოვანმა“ , სადაც გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობენ, „ბანსკა ბისტრიცას“ უმასპინძლა, ქართველების გოლებით 4:0 დაამარცხა და ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა.

ვლადიმირ ვაისმასლოვანის“ სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, გურამ კაშია 78-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ჩაკვეტაძემ და ჯაბა კანკავამ კი სრულად ითამაშეს.

ანგარიში 35-ე წუთზე ჯაბა კანკავამ გახსნა. „სლოვანმა“ უპირატესობა 56-ე წუთზე ჩავრიჩის გოლით გაზარდა, ხოლო 59-ე წუთზე საჯარიმოდან გოლი უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა გაიტანა. 73-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე „სლოვანში“ პირველი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.

ამ მოგების შემდეგ ბრატისლაველებმა 57 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე არიან. „სლოვანმა“ ლიდერ „დუნაისკა სტრედასთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი