ორი კვირა შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისია მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. კანდიდატების წარდგენა უკვე დასრულებულია.
ცესკოში ამბობენ, რომ 29 აპრილს, ამომრჩევლის 91 პროცენტი, ხმას ელექტრონული ტექნოლოგიებით მისცემს.
სპეციალურ ბრიფინგზე საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია იმ სერვისებსა და ვადებზეც გააჟღერა, რომელიც გადასატანი ყუთისა და ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნას ეხება.