უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს - მატეუშ მორავიეცკი 

14 აპრილი 2023, 12:13 576 ნახვა

უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვერ ვივარაუდებთ ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება ომი. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ფრონტის ხაზზე და ამის შესაბამისად ვმუშაობთ უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორებთან ერთად“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.

პრემიერმა განაცხადა, რომ მიუხედავად პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისა, ის კვლავ ენდობა ამერიკულ სადაზვერვო სპეცსამსახურებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი