დღეს ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის მატჩები გაიმართება სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდიც ითამაშებს. ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის ლეხ პოზნანი პოლონეთში საკუთარ არენაზე ფიორენტინას დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაუწყება. განმეორებითი მატჩი კი 20 აპრილს ფლორენციაში შედგება. შეგახსენებთ, რომ პოზნანის კლუბი ევროთასების ამ ეტაპზე ისტორიაში პირველად თამაშობს, ფიორენტინასთან ორიმატჩიან დაპირისპირებაში წარმატების შემთხვევაში კი, კონფერენსლიგის ნახევარფინალში ბაზელი-ნიცას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.