ტურნირი ძალოსნობაში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის 

13 აპრილი 2023, 10:30 476 ნახვა

მეხუთე საარტილერიო ბრიგადა თავდაცვის ძალებში ძალოსნობის ტურნირის გამარჯვებულია. სპორტული შეჯიბრება სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა. გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული მე-5 საარტილერიო ბრიგადა გახდა.

ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამარჯვებულ გუნდს საგანგებო თასი გადაეცა.

სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები უწყებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოველწლიურად ტარდება, რაც ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში