 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            სკანდინავიური ანტიციკლონის გავლენით, აღდგომის დღესასწაულის დღეებში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.
სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, შაბათ-კვირას მზიანი ამინდი იქნება, ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს, კიდევ უფრო თბილი იქნება ორშაბათი და +25 გრადუსამდე დათბება.
აღსანიშნავია დაბალი ფარდობითი ტენიანობა 40-60% დონეზე, ატმოსფერული წნევა მაღალი იქნება, მზის ულტრაიისფერი ინდექსი #8 შეგიძლიათ გაირუჯოთ კიდეც.
აღმოსავლეთ საქართველოში, შაბათი ძირითადად უნალექო იქნება და +22 გრადუსამდე დათბება, კვირას და ორშაბათს კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი და +24, +16 გრადუსი.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            