მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

13 აპრილი 2023, 10:15 560 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ტარდება. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. 

დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში