''საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია“ - ამ თემაზე მერიის ახალგაზრდულ ცენტრში მოსწავლეებს ტრენინგ- სემინარი ჩაუტარდათ. პროექტი 3 თვიანია და სხვადასხვა თემას მოიცავს, რომელშიც 15 სკოლის მე-9-დან მე-12-ე კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. პროექტი “საზოგადოებრივი მედია” მახოს სკოლისა და ხელვაჩაურის რესურს ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.