საქართველო ოთხი მიმართულებით მსოფლიოში - მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე გავიდა - სავალუტო ფონდი

12 აპრილი 2023, 14:38 2103 ნახვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022-2028 წლების განახლებული შეფასება და გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.

ფონდის ინფორმაციით, საქართველო ოთხი მიმართულებით გავიდა მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) – პირველ ადგილზე.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 4.0 პროცენტია, 2024 წელს ზრდის ტემპი 5.0 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო 2025-2028 წლებში 5.2 პროცენტს მიაღწევს. აქვე აღნიშნულია, რომ ფართო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში – 2023-2028 წლებში და საშუალოდ 5.0%-ს შეადგენს.

სავალუტო ფონდის პროგნოზების შესაბამისად, 2023 წელს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 600 აშშ. დოლარს – მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით – 21 922 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდება, ხოლო 2028 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 11 290 აშშ. დოლარი – 31 458 საერთაშორისო დოლარი იქნება.

სავალუტო ფონდის შეფასებებზე დაყრდნობით, 2021 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის მაჩვენებლის 34.5%-ს შეადგენდა, 2022 წელს 37.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2028 წლისთვის 46%-ს მიაღწევს, მაშინ როცა ევროკავშირის კანდიდატი ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი – 40.8%, ხოლო მოლდოვის 37.6% იქნება.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ინფლაცია საშუალოდ 5.9 პროცენტამდე შემცირდება და 2024 წლიდან დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს. ფონდის პროგნოზით, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს -4.1%-ს, ხოლო 2024 წელს 4.2 პროცენტს გაუტოლდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი