რიკოთის უღელტეხილი კვლავ ჩაკეტილია. როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე უცნობია. ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მანქანები ისევ ალტერნატიული გზით, საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გავლით მოძრაობენ, თუმცა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის ამ გზაზე გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გუშინ კიდევ განვითარდა მეწყრული პროცესები და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა დროებით ისევ შეჩერდა.