ვიზიტი შეერთებულ შტატებში

11 თებერვალი 2017, 00:00 1998 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. მიხეილ ჯანელიძემ ახალ სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონთან პირველი შეხვედრა გამართა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს განვითარების გზა. შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვაშინგტონის მზაობა საქართველოს გვერდით იდგეს მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს და ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში შეერთებული შტატების როლს და მის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას. მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანი საქართველოში მიიწვია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი