„ბათუმობა 2023“ 

11 აპრილი 2023, 11:30 3367 ნახვა

''ბათუმობა'' 29 აპრილს გაიმართება. სადღესასწაულო  ღონისძიებები  ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ ჩატარდება. 

ზღვისპირა ქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეულ ბულვარის ცენტრალურ ნაწილში 12:00 საათიდან  სცენა ბათუმის კულტურის ცენტრისა და  ბათუმელი ინდივიდუალური შემსრულებლებს დაეთმობათ.    მათ, შორის იქნებიან  ბათუმის კულტურის ცენტრის სასულო ორკესტრი და ,,ჯაზ ბიგ ბენდი’’.   

ასევე, ''ბათუმობაში'' მონაწილეობას მიიღებს  სხვადასხვა ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი.  გარდა მუსიკალური ნაწილისა, მთელი დღის განმავლობაში,  სხვადასხვა   კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდება.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი  გამართავს წარმოდგენას. ასევე   ნახავთ  ბათუმში და ბათუმზე გადაღებული ფილმებიდან კადრებს.

სპეციალურად მოწყობილ დახლებსა და ჯიხურებში ადგილობრივი მეწარმეების   ხელნაკეთი ნივთების ყიდვაც შეგეძლებათ.

 გალა კონცერტი კი 21 საათზე  დაიწყება,  რომელზეც ბათუმელი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლები , დავით მაზარაშვილის ორკესტრთან ერთად იმღერებენ.  საღამოს წამყვანი და რეჟისორი არჩილ სოლოღაშვილია. 

,,ბათუმობის“  დღესასწაულისთვის  გამოყოფილი ბიუჯეტი  600 ათას ლარს აღწევს. 

''ბათუმობა 2023'' თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135-ე წლისთავს  ეძღვნება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი